Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეხუთე სამეცნიერო კონფერენცია - „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 2026 წლის 26 მარტს (აკად. არნ. ჩიქობავას დაბადების დღეს) გამართავს ტრადიციულ, რიგით მეხუთე სამეცნიერო კონფერენციას - „ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური ასპექტები“.

სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებსა და მოწვეულ პედაგოგებს, ასევე, კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციის მასალები გამოიცემა ელექტრონულად.

 

ტექნიკური მოთხოვნები: 

ტექსტის მოცულობა: მაქს. 600 სიტყვა; 

შრიფტი: Sylfaen; საენათმეცნიერო ტრანსკრიფციათა შრიფტისთვის სასურველია ICL_Symbol.

გამოგზავნილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის საკონტაქტო ინფორმაცია.

 

მასალები მიიღება 2026 წლის 15 მარტამდე, მისამართზე: caucasology@tsu.ge / Nino Rukhadze <nino.rukhadze.h@tsu.ge

კონფერენცია გაიმართება მისამართიზე: 0179 თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ I კორპ. 202-ე აუდიტორია.

+995 595 089 589

 

პატივისცემით 

საორგანიზაციო კომიტეტი

თარიღი: 28/01/2026